მინდა რამოდენიმე წამით თქვენი ყურადღება სკოლებში სპორტის გაკვეთილებზე გავამახვილო. შეგნებულად არ შევეხები სკოლებში სპორტული დარბაზების, მოედნების და ინფრასტრუქტურის საკითხს (რადგან ამ საკითხის მოგვარება მრავალწლიან პერსპექტივაში მესახება მხოლოდ).
ნამდვილად იმედის მომცემია პროექტული და კლუბური სწავლების სტრატეგიები, რასაც ვფიქრობ ყველა საჯარო სკოლამ მხარი უნდა აუბას.
სპორტული კლუბი ,,ფუსტები"
მოსწავლეებისათვის სპორტი მრავალფეროვანი და საინტერესო რომ გამხდარიყო, სკოლა ჩაერთო სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ძალიან საინტერესო პროექტში და სკოლაში ჩამოვაყალიბეთ სპორტული კლუბი ,,ფუსტები". კლუბის მართვაში ჩავრთე სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, კლასის დამრიგებლები, მანდატურის სამსახური, მოსწავლეების თვითმართველობა, მშობლები და დირექცია. (არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გუნდის შესაკრავად დირექციის მხარდაჭერა გახლდათ).
პირველი ნაბიჯი
მოვახდინე მოსწავლეების აზრის გამოკითხვა მათთვის საინტერესო სპორტული, გამაჯანსაღებელი და საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ, მათთან ერთად მათი სურვილების გათვალისწინებით და სკოლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე დავგეგმეთ მომავალი წლის სამოქმედო კალენდარი. ყველაზე საინტერესო მოსწავლეებისათვის სწორედ ეს პროცესი აღმოჩნდა, რადგან მოგეხსენებათ ამ ასაკში მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი ,,საკუთარი უნიკალურობის შეგრძნებით", რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი და ჩართულობა, რადგან გააცნობიერეს და დაინტერესდნენ თავიანთი როლით სპორტული კლუბის ცხოვრებაში. ყველაზე მისაღები მათთვის არაფორმალურ გარემო და მთელი სასკოლო თემის ჩართულობა გამოდგა, რამაც კიდევ უფრო ხელი შეუწყო ჩვენს წარმატებულ ურთიერთობას.ერთ-ერთი საინტერესო და შედეგიანი მოსწავლეებთან ერთად შეფასების კრიტერიუმების და ქცევის წესების შედგენა იყო, რამაც სპორტულ აქტივობებზე საშუალება მოგვცა დაგვეცვა: გენდერული თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და უსაფრთხოების წესები, რაც სასწავლო წლის ბოლოს იქნა მიღწეული.
აქტივობები
საგანმანათლებლო
უნდა გამოვყო საგანმანათლებლო ღონისძიებები, რამაც ხელი შეუწყო არა მარტო მოსწავლეებში არამედ მთელ სასკოლო თემში ,,ცხოვრების ჯანსაღი წესის'' მნიშვნელობის გაცნობიერებას და განმტკიცებას, რაც დადასტურდა სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის შედარებით, სასწავლო წლის ბოლოს ჩატარებულ გამოკითხვასთან. კერძოდ სკოლაში გაიმართა რამოდენიმე შიდა კონფერენცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი, ოლიმპიური თამაშების ისტორია, ქართველები ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი ქალი ოლიმპიური ჩემპიონები და სხვა.ამ კონფერენციებიდან ჟიურის მიერ შეირჩა სკოლის ნაკრები, რომელმაც დაამუშავა თემა ,,ქართველების მიღწევები ოლიმპიურ თამაშებზე" და წარადგინა ის ოლიმპიურ კომიტეტში სპორტული კლუბების დასკვნით ღონისძებაზე, სადაც დამსახურებულად მოიპოვეს წარმატება, რადგან გაუკეთეს სრული ანალიზი ქართველების გამოსვლებს და შედეგებს ოლიმპიადებზე, დაახარისხეს ის: სსსრკ, დსთ და დამოუკიდებელ საქართველოს კატეგორიებად, აღწერეს და შეადარეს ერთმანეთს სახეობების მიხედვით ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობები და ყველაზე წარმატებული ოლიმპიური თამაშები და ეს ყველაფერი წარმოადგინეს გრაფიკულად პრეზენტაციის სახით.
აგრეთვე სპორტულმა კუბმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა სკოლის კონფერენციაში ,,ილიას უნივერსიტეტში" და სკოლის ღია კარის დღეებში, სტენდური პრეზენტაციებით.
სპორტული
კალენდარული გეგმის მიხედვით ჩატარდა შემდეგი სპორტული შეჯიბრებები: კალათბურთში, ფეხბურთში, ფრენბურთში და მძლეოსნობაში, სადაც თითქმის თანაბარი რაოდენობით მიიღეს მონაწილეობა გოგონებმაც და ვაჟებმაც (გენდერული თანასწორობის დაცვაა დიდი წარმატებაა კლუბისათვის). ჟიურის მიერ გამოირჩენ წარმატებული მოთამაშეები და სასწავლო წლის ბოლოს დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

საინტერესო გამოდგა სპორტული კლუბის მიერ ორგანიზებული, სპორტული ღონისძება ფრენბურთში, სადაც მონაწილეობა მიიღო სკოლის მასწავლებლებმა, თანამშრომლებმა, დირექციამ, მშობლებმა და მანდატურის სამსახურმა (ეს ღონისძიება გამოდგა მოსწავლეებისათვის მაგალითის და მოტივის მიმცემი).
გამაჯანსაღებელი
ყველაზე საინტერესო და ღირებული ალბათ სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშების დაბრუნება იყო, რაც იყო მაგალითი სხვა სკოლის მოსწავლეებისათვის და ზოგადად სკოლის თემისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაციისათვის.
სპორტულმა კლუბმა სასწავლო წლის დასაწყისშივე შეადგინა და გააცნო მოსწავლეებს და დამრიგებლებს ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოხდებოდა მოსწავლეების ობიექტური შერჩევა ლაშქრობებებში და ექსკურსიებში. ესენი იყო:
სწორედ ექსკურსია, ლაშქრობები და გასართობი ღონისძიებები (ბოულინგი) გახდა ერთ-ერთი ძირითადი მოტივაციის წყარო და საშვალება სპორტული კლუბის ამოცანების და მიზნების მისაღწევად.
სპორტული კლუბის და ზოგადად სპორტის პოპულარიზებისათვის შევქმენი გვერდი სადაც ქრონოლოგიურად აღწერილია კლუბის სპორტული ცხოვრება.
ესააა მოკლე შეჯამაბა იმისა, თუ როგორ შეიძლება მცირე რესურსით მაქსიმალური შედეგის მიღება, სადაც გამარჯვებული პირველ რიგში სკოლის მოსწავლეა.
გამაჯანსაღებელი
ყველაზე საინტერესო და ღირებული ალბათ სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშების დაბრუნება იყო, რაც იყო მაგალითი სხვა სკოლის მოსწავლეებისათვის და ზოგადად სკოლის თემისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაციისათვის.
სპორტულმა კლუბმა სასწავლო წლის დასაწყისშივე შეადგინა და გააცნო მოსწავლეებს და დამრიგებლებს ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოხდებოდა მოსწავლეების ობიექტური შერჩევა ლაშქრობებებში და ექსკურსიებში. ესენი იყო:
- სპორტული ფორმის ტარება;
- ურთიერთპატივიცემა;
- დილის გამამხნევებელ ვარჯიშებში მონაწილეობა;
- სპორტის გაკვეთილებში ჩართულობა;
- სპორტულ და საგანამანათლებლო აქტივობებში წარმატებული მონაწილეობა.
სწორედ ექსკურსია, ლაშქრობები და გასართობი ღონისძიებები (ბოულინგი) გახდა ერთ-ერთი ძირითადი მოტივაციის წყარო და საშვალება სპორტული კლუბის ამოცანების და მიზნების მისაღწევად.
სპორტული კლუბის და ზოგადად სპორტის პოპულარიზებისათვის შევქმენი გვერდი სადაც ქრონოლოგიურად აღწერილია კლუბის სპორტული ცხოვრება.
Comments
Post a Comment