წარმოგიდგენთ სსიპ ქალაქ თბილისის N115 საჯარო სკოლის 7_ კლასის და ახალგაზრდული ცენტრის ,,ტიტანების'' წევრის ნინი ქურცაძის სტატიას თემაზე: ,,სპორტის როლი მსოფლიო საზოგადოების მეგობრულ და მშვიდობიან ცხოვრებაში" 6_აპრილი, 2013 წელს სპოტის საერთაშორისო დღეთ გამოცხადდა და 2014 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ეს დღე ჩვენ საშუალებას გვაძლევს ავღნიშნოთ სპორტის ძალა და როლი უძველესი დროიდან დღემდე, მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრული ურთიერთობის დამყარების მისიაში სხვადასხვა ერებსა და ადამიანებს შორის. სპორტი შეიქმნა ძველ საბერძნეთში, ომისგან და მტრობისგან თავის დასაცავად და სამყაროში პოზიტიური ცვლილებებისათვის. ძველ საბერძნეთში ხშირი იყო ომები და დაპირისპირებები ქალაქ სახელმწიფოებს შორის, თუმცა ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას წყდებოდა ყოველგვარი დაპირისპირება და კონფლიქტები და ამ მშვიდობის დარღვევის უფლება არავის ჰქონდა. დღევანდელ ეპოქაშიც სპორტი ისევ მშვიდობას ემსახურება და ამის დასტურია ამბავი მოსისხლე მტრებს შორის ფეხბურთის თამაშის. ცნობილი, როგორც პა...
მე თითქმის ყველა ვარჯიში და თამაში მომწონს: სირბილი, მხიარული შეჯიბრი, ფეხბურთი, ბუქნები და ვარჯიშები გაწელვებზე. ვიცი რა წესები უნდა დავიცვათ თამაშების დროს. განსაკუთრებით მომწონს სპორტის გაკვეთილების ბოლოს ,,დღის გმირის'' არჩევა. გულწფელად უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ მე წესებს ვარღვევ. ნინი ივანაური ვარჯიშებიდან ძალიან მომწონს: ბუქნები, ხელებზე აზიდვები და მუცლის პრესი. თამაშებიდან: ,, კალათბურთი'' და ,,ფ ეხბურთი'' გაკვეთილზე მოქცევის და თამაშის წესები ვიცი, თუმცა ზოგჯერ მიჭირს ყველა წესის დაცვა, ვფიქრობ მომავალში უფრო მეგობრულად ვითამაშებ. სანდრო ჯავახიშვილი მე თამაშებიდან ძლიან მომწონს ,,წრეში ბურთი" მთავარი წესია მსროლელისგან ბურთი არ მოგხვდეს. მე ძალიან მომწონს ,,დღის გმირის" არჩევა გაკვეთილის ბოლოს, რადგან ვგებულობთ ვინ უფრო მეგობრულად თამაშობს და ეს ჩვენთვის მოტივაციაა დავიცვათ წესები. ეთუნა კუთხაშვილი მე მიყვარს ვარჯიში და განსაკუთრებით კალათბურთის თამაში. მე ვიცი ყველა წესი და ვცდილობ დავიცვა ისინი. მომწონს, როდესაც სხვის ლიდერობას ვაღიარე...